ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 53 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
ხვალ პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებს ტესტირება წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ჩაუტარდებათ, რაც შეეხება საბაზო ზოგად უნარებს, გამოცდა 7-8 სექტემბერს გაიმართება.
პროფესიული ტესტირება 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
2022 წელს მიღება 600-ზე მეტ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზეა გამოცხადებული. პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი 24 500-მდე აპლიკანტმა გამოთქვა.