რუსული ოკუპაციისგან სამი დასახლება გათავისუფლებულია - ზელენსკი

05 სექტემბერი 2022, 10:58 580 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა  სამხრეთ უკრაინაში ორი, აღმოსავლეთში კი მესამე დასახლება აიღეს.

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია ეს ტერიტორიები,  თუმცა აღნიშნა, რომ   კვირას გამართულ შეხვედრაზე მისი სამხედრო მეთაურებისა და დაზვერვის ხელმძღვანელისგან  კარგი ანგარიშები მიიღო.

საღამოს  ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სამხედროებს აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში დასახლების გათავისუფლებისთვის, "გარკვეული სიმაღლეების" დაბრუნებისთვის, ასევე აღმოსავლეთის რაიონში ლისიჩანსკი-სივერსკის მიმართულებით და ორი სამხრეთის დასახლების გათავისუფლებისთვის.  ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა განაგრძოს  უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და  ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი  პაკეტის მიღება მოითხოვა.

მანამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კიევი ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების სახით მომავალ კვირას  5 მილიარდი ევროს ტრანშს ელოდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი