ხვიჩა კვარაცხელია "სერია A"-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

02 სექტემბერი 2022, 16:14 1019 ნახვა

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ასოციაცის წევრებმა აგვისტოს თვის 3 ტურის მატჩები შეაჯამეს და 67 %-ით გამარჯვებული "ნაპოლის" ქართველი შემტევი გახდა.

კვარაცხელიამ "ლაციოს" წევრ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს და "მილანის" მცველ პერ კალულუს აჯობა. "სერია ა"-ს 4 შეხვედრაში ქართველ ფეხბურთელს 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში