ავტოავარია გვირაბთან

14 იანვარი 2017, 00:00 30469 ნახვა

ავარია ბათუმი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის მახინჯაურის მონაკვეთზე, გვირაბის შესასვლელთან ერთმანეთს ოპელისა და მერსედესის მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებული 5 მგზავრიდან ორმა საავადმყოფო დატოვა, სამი მათგანი კი მკურნალობას გადის, მათ შორის ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და საგამოძიებო ჯგუფები. სამაშველო და სახანძრო სამსახურები. ავარიის გამო ცალმხრივად ჩაკეტილი ავტომაგისტრალი ცოტა ხნის წინ გაიხსნა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი