წყალდიდობა პაკისტანში - ბოლო 24 საათში, კიდევ 119 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა კი ჯამში 1 033-ს მიაღწია.
ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში, სადაც საცხოვრებელი სახლების დატოვება ათასობით ადამიანს მოუწია.
ორთვიანმა უხვმა ნალექმა, საერთო ჯამში, 33 მილიონამდე ადამიანი დააზარალა.