“მუსიკის ზეიმი“ – ლიანა ისაკაძის წიგნის პრეზენტაცია 

27 აგვისტო 2022, 17:06 754 ნახვა

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში ბათუმში, წიგნის  „მუსიკის ზეიმი“-ს პრეზენტაცია, გაიმართა. დიდი  მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის წიგნი „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და ლიანა ისაკაძის ძმისშვილის ინიციატივით გამოიცა.

წიგნი ფართო საზოგადოებას ლიანა ისაკაძის შემოქმედებას, ბიოგრაფიას, შინაგან სამყაროს, მსოფლმხედველობასა და მის შეხედულებებს გააცნობს სხვადასხვა  საკითხების მიმართ. წიგნის გამოცემა ფესტივალის დაარსებიდან 40  წლის იუბილეს უკავშირდება.

ცნობისთვის ფესტივალის ფარგლებში  ბათუმში ორი საკონცერტო საღამო უკვე გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში