1 გარდაცვლილი და 3 დაჭრილი ქართველი უკრაინაში

27 აგვისტო 2022, 12:10 805 ნახვა

პუტინის აგრესიას უკრაინაში კიდევ 1 ქართველი მებრძოლი შეეწირა, დაიჭრა კიდევ სამი. ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. 

ქართველი ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, კრამატორსკთან სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

უცნობია, იციან თუ არა მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ამიტომ მთავარი დაღუპული ქართველის იდენტიფიცირებას შეგნებულად არ ახდენს.

რაც შეეხება სამ დაჭრილს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიან.

როდის გადმოასვენებენ გარდაცვლილ მებრძოლს ჯერ უცნობია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი