ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ - ბათუმის მერია

27 აგვისტო 2022, 12:08 1217 ნახვა

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დასუფთავებისა და გამწვანების სამსახური უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს ქალაქისა და სანაპირო ზოლის მოვლა-დასუფთავებას.ყოველდღიურად ირეცხება ცენტრალური ქუჩები, ასევე ის ქუჩები, რომლებზეც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ხდება სკვერებისა და ტურისტული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება და დასუფთავება.

სანდასუფთავების სამსახურის მიერ ხორციელდება მონიტორინგი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანასთან დაკავშირებით. შესაბამის სამსახურებთან ერთად, დასუფთავების ღონისძიებებში საჯარო მოხელეებიც ჩაერთნენ.

მსგავსი ტიპის აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება. ვიდეო მასალა მერიამ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი