უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

24 აგვისტო 2022, 11:02 655 ნახვა

უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს. მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, ომში მყოფი ქვეყანა თავდასხმების მოლოდინში ხვდება.

სახელმწიფო ობიექტებზე შესაძლო დარტყმების შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა დაზვერვამ გუშინ გაავრცელა, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. 

კიევსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული, ხარკოვში კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

ომის მიუხედავად ქვეყანამ არ უღალატა  ტრადიციას და ერთი დღით ადრე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი