ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა 125-ე კმ-ზე ჩაკეტილია

17 აგვისტო 2022, 14:39 1598 ნახვა

ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზა 125-ე კმ-ზე ჩაკეტილია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს. შეზღუდვა სოფელ უტყუსუბანთანაა, გოდერძის უღელტეხილიდან ადიგენის მიმართულებაზე, ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილამდე მოძრაობა თავისუფალია, ავტოტრანსპორტით მოძრაობა შესაძლებელია კურორტ ბეშუმის მიმართულებითაც.

როგორც უწყებაში განმარტეს ჩაკეტილ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოების ფარგლებში ქვათაცვენაა მოსალოდნელი.

მიმდინარეობს სამუშაოები და მოძრაობა დღეს ან ხვალ აღდგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში