"კვარაცხელიას შესანიშნავი ტექნიკა აქვს და თამაში ბევრად უკეთ შეუძლია" - ლუჩანო სპალეტი

16 აგვისტო 2022, 09:29 1488 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის "სერია ა"ში ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა.
ქართველმა პირველ ოფიციალურ შეხვედრაში "ვერონას" ერთი გოლი გაუტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ნეაპოლელებმა კი გასვლასე "ვერონა" 2-5 დაამარცხეს.

შეხვდრის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კავარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

იტალიელმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია მისი თამაშით და მომავალში უფრო კარგად შეუძლია ითამაშოს.

"კვარაცხელიამ რამდენიმე ეპიზოდში აჩვენა როგორი სიმსუბუქით თამაში შეუძლია, რაც ჩვენი გუნდისთვის  კარგი გამოსავალი იყოს. შესანიშნავი ტექნიკა აქვს. ბევრად უკეთ თამაში შეუძლია, ვიდრე დღეს გამოუვიდა, ცოტა გაუჭირდა პერსონალური მეურვეობის გამო, მაგრამ კარგად ითამაშა, ლამაზი გოლი გაიტანა თავით, რაც მისი მთავარი თვისება არაა.  შევცვალე იმიტომ , რომ კუნთების ოდნავი დაჭიმულობა ჰქონდა, მაგრამ ნაპოლიში დებიუტი ასეთია. ის კიდევ უფრო კარგად ითამაშებს", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"ნაპოლი"  "სერია ა"  -ს მე-2 ტურის შეხვედრას 21 აგვისტოს, "სტადიო დიეგო არმანდო  მარადონაზე" "მონცას"  წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი