ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაში - ჯანმო

12 აგვისტო 2022, 11:26 701 ნახვა

ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაში, - ამის შესახებ განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. 

მარგარეტ ჰარისის თქმით, მაიმუნის ყვავილის გადადება ადამიანიდან ადამიანზე ხდება.

"ადამიანებმა ცხადად უნდა იცოდენ, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე, ახლო კონტაქტით გადადის. საზრუნავი ის უნდა იყოს, თუ რის გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს, რათა ვირუსის გადადებისგან თავი დაიცვან და როგორ არ გაავრცელონ ის თავად. რა თქმა უნდა, ადამიანები მაიმუნებს თავს არ უნდა ესხმოდნენ“, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერი.

ჯანმო-ს წარმომადგენელი, ამ განცხადებით ბრაზილიაში, ადამიანების მხრიდან მაიმუნებზე თავდასხმის გახშირებულ შემთხვევებს გამოეხმაურა.​ სან-პაულოში ბოლო ერთ კვირაში ათი მაიმუნი მოწამლეს. მოგვიანებით, მაიმუნების მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა სხვა ქალაქებშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში