,,ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“. პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ, უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, სტუდენტის წახალისება და მოტივაციის ამაღლება შემდგომი აკადემიური განვითარების მხარდაჭერის მიზნით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საზღვარგარეთ - ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამაზე ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ მიმღებ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის, ასევე, განაცხადის შემოტანის მომენტისათვის, რეგისტრირებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, 2021 - 2022 სასწავლო წლის მიხედვით, მიღებული აქვს შესაბამისი დებულებით განსაზღვრული დადებითი შეფასება.
პროგრამის ფარგლებში, 10 საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტის გამოვლენა კონკურსის წესით მოხდება.
საუკეთესო შედეგების მქონე სტიპენდიატებისთვის განსაზღვრულია ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდია - 3 000 ლარის ოდენობით. განცხადებები მიიღება ივლისიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში.