ირაკლი აზაროვი ''დინამო'' ბათუმს სოციალურ ქსელში დაემშვიდობა

06 აგვისტო 2022, 01:22 2087 ნახვა

ირაკლი აზაროვი ''დინამო'' ბათუმს დაემშვიდობა. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

"უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის დინამოს ,ჩვენ ერთად დაუვიწყარი წლები გავატარეთ, გვქონდა როგორც კარგი ასევე ცუდი პერიოდი მაგრამ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და არასდროს არ ვიხევდით უკან, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ''პირატებს''. თქვენ შეუდარებლები ხართ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, მინდა დიდი წარმატება გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას", - დაწერა სოციალურ ქსელში აზაროვმა

გავრცელებული ინფორმაციით კარიერას სერბულ ,,ცრვენა ზვეზდაში" განაგრძობს. 

20 წლის ირაკლი აზაროვმა მიმდინარე სეზონში ''დინამოს'' მასურით 18 შეხვედრა ჩაატარა. საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 59 შეხვედრაში 4 გოლი არის. აზაროვმა საქართველოს ნაკრების მაისურით კი 8 მატჩი ჩაატარა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში