შუახევის სტადიონი აგვისტოს ბოლოს გაიხსნება

02 აგვისტო 2022, 11:42 1782 ნახვა

შუახევში ახალი, 500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. "FIFA"-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედანის მშენებლობა 2022 წლის აპრილში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

ობიექტთან აშენდა ერთსართულიანი შენობა გასახდელებისა და საშხაპეებისთვის. საგანგებოდ შშმ პირებისთვის კი, ტრიბუნებთან პანდუსი და სამ დონიანი ტერასა მოეწყო.

შუახევის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადდა. სამუშაოებს „შპს გლობალ სტანდარტ - მშენი“ ახორციელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი