რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს

31 ივლისი 2022, 11:19 843 ნახვა

რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოპოლის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ევგენი ევტუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. აგრესორებმა დაბომბვა დილის 2 საათიდან დაიწყეს. ნგრევისა და მსხვერპლის მასშტაბებზე ჯერჯერობით ინფორმაცია უცნობია. 

ღამით რუსებმა ქალაქი მიკოლაივიც დაბომბეს, განადგურდა საცხოვრებელი სახლები. როგორც მილოლაევის მერი აცხადებს „მტერმა მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. და ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხარა. განადგურდა რამდენიმე ობიექტი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.  

შეგახსენებთ, 30 ივლისის ღამეს, რუსეთის მიერ მიკოლაივის დაბომბვისას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტმა  დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.   

მორიგ ვიდეომიმართვაში  თქვა,  რომ ამ გადაწყვეტილებით რაც შეიძლება ბევრი სიცოცხლე უნდა გადარჩეს რუსული აგრესიისგან. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის ოლქიდან სავალდებულო ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რაც ზამთრის სეზონის დაწყებამდე უნდა მოხდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი