რუსების დანაკარგები 

31 ივლისი 2022, 10:02 583 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 31 ივლისის დილის ექვსი საათის მდგომარეობით რუსეთის შეჭრის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აქვეყნებს.

მათი ცნობით, რუსული ჯარები დონეცკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმისთვის ავიაციას იყენებენ. გენშტაბი აცხადებს, რომ ვოლინისა და პოლისიის მიმართულებით ვითარება უცვლელია.

რუსმა აგრესორებმა ქვემეხები გამოიყენეს ჩერნიგოვის რეგიონის ზალიზნი მისტისა და სუმის რეგიონის ჟურავკაში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ცეცხლის გასახსნელად.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, სლობოჟანსკის მიმართულებით  რუსული ჯარები  საომარ მოქმედებებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ აწარმოებენ.

ხარკოვის მიმართულებით კი რუსმა დამპყრობლებმა დასახლებებზე ცეცხლის გასახსნელად ტანკები, ქვემეხი და სარაკეტო არტილერია გამოიყენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი