30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი.
ირაკლი ღარიბაშვილი გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, უწყების ხელმძღვანელობასა და საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.