ბათუმში შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების მოწყობის საკითხი და მე-5 ფაზის ფარგლებში განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პრეზენტაცია გაიმართა მერიაში. პროექტისთვის 78.8 მილიონი ევრო დაიხარჯება.
დაგეგმილია წყალარინების გამწმენდი ნაგებობების გაფართოება, სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია და წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.