სამართალდამცავები “გირჩის” ოფისში

11 იანვარი 2017, 00:00 2454 ნახვა

ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები „გირჩის“ ოფისში. პოლიტიკური ცენტრის წევრები დღეს შესაძლო დაკავებებს არ პროგნოზირებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ისინი გამოკითხვაზე დაიბარონ. შეგახსენებთ, ორი კვირის წინ “გირჩის” წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს.  ამ ფორმით მათ ხელისუფლების ნარკო პოლიტიკა გააპროტესტეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი