დღეს "დინამო ბათუმის" და პოზნანის ''ლეხის'' განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში 21 საათზე დაიწყება და აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. პირველი მატჩი ბათუმელებმა 5-0 წააგეს. თამაშის შემდეგ მეკარე ლაზარე კუპატაძემ გუნდი დატოვა. მწვრთნელის გია გეგუჩაძის განცხადებით, გუნდი მზად არის დღევანდელი თამაშისთვის და ეს შეხვედრა პრესტიჟის საკითხია. დღეს ბათუმის დინამოსთან დაკავშირებით ინიციატივა გაახმოვანა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობა გეგმავს აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართოს შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების მიზნით.