საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება

27 ივლისი 2022, 10:51 1104 ნახვა

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპი ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველო C ჯგუფში ყაზახეთის, საბერძნეთის და ნორვეგიის ნაკრებებთან ერთად არის.

ჩვენი ნაკრები პირველ მატჩს დღეს კიშინიოვში თბილისის დროით 17:00 საათზე საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს. 28 ივლისს ყაზახეთს დაუპირისპირდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში 29 ივლისს ნორვეგიას შეხვდება.

ევროპის ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატს 27 დან 31 ივლისამდე მოლდოვის დედაქალაქი კიშინიოვი უმასპინძლებს.

გათამაშებაში სულ 12 ნაკრები: თურქეთი, მოლდოვა, ლიეტვუა, ლიტვა, საქართველო, ყაზახეთი, ნორვეგია, საბერძნეთი, მალტა, ინგლისი, რუმინეთი და დანია მიიღებს მონაწილეობას.

მოლდოვურ ტურნირზე 2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საგზურები გათამაშდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი