საახალწლოდ ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი

31 დეკემბერი 2016, 00:00 3043 ნახვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა დღეიდან დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა. „ახალი წლის წინ, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, 31 დეკემბრის 07:00 საათიდან 2017 წლის 1 იანვრამდე ”საზღვრის” გამარტივებულ მონაკვეთზე მოქალაქეთა გატარება შეწყდება“.  საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოძრაობა 1-ლი იანვრის დილიდანვე აღდგება - ნათქვამია მარიონეტული რეჟიმის უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში