აჭარის მთავრობა საინვესტიციო შეღავათებს აგრძელებს

26 აგვისტო 2020, 20:12 1761 ნახვა

რეგულაციების დაცვის მონიტორინგი დაავალა, შესაბამის უწყებებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ინვესტორებს პროექტების დასასრულებლად დამატებით ექვსთვიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებიან.

მათ არც დამატებითი გარანტიების წარმოდგენა არ დასჭირდებათ. აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ საპრივატიზაციო საინვესტიციო ხელშეკრულებების მქონე კომპანიებს არ მოუწევთ დამატებითი უზრუნველყოფის და გარანტიების წარმოდგენა. აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ნებართვა მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასულიყო. საზღვარი უკვე 1300ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში