უნიკალური ალპური ბაღი გოდერძზე, ასობით სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარით და ულამაზესი ლანდშაფტით. როგორც ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ ადგილი ტურისტებისთვის მაგნიტივით მიმზიდველი გახდება და ეკოგანათლებასაც შეუწყობს ხელს. ბაღი 9,6 ჰექტარზეა გაშენებული და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა მხარდაჭერით აშენდა.