რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

29 ივლისი 2020, 18:51 200 ნახვა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყო. მსურველთა რეგისტრაცია სასწავლებლებში 10 აგვისტომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც აპლიკანტებს მისაღები გამოცდა ჩაუტარდებათ, ოქტომბრიდან კი სწავლა დაიწყება. სხვა პროგრამებთან ერთად, ორ ახალ სპეციალობაზე აცხადებს კონკურსს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორც სასწავლებელში ამბობენ, მებაღეობა და სატყეო საქმე კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და ბაზრის კვლევის შემდეგ შეარჩიეს. მათი თქმით, მთავარი აქცენტი დასაქმების შესაძლებლობაზე გაკეთდა. პანდემიის შემდეგ პროფესიულ პროგრამების ნაწილზე სწავლა დაახლოებით, ორი კვირის წინ განახლდა და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში