სავალდებულო რეგისტრაცია ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის

12 ივლისი 2020, 18:15 1181 ნახვა

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებმა, რეზიდენტებმა საქართველოში ჩამოსვლისას, წინასწარ  სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ მისამართზე Registration.gov.ge ინფორმაციას საქართველოს მთავრობა აქვეყნებს. 5 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა,  შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა, გაიარონ  თერმოსკრინინგი 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში  ჩაუტარდებათ პსრ ტესტი.რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა)ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.-ნათქვამია განცხადებაში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი