აქცია საზღვრის გახსნის მოთხოვნით

01 ივლისი 2020, 20:21 593 ნახვა

საზღვრის გახსნისა და ხელისუფლების წევრებთან შეხვედრის მოთხოვნით, თურქეთში თვითდასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა, სარფში აქცია გამართეს. მეზობელ ქვეყანაში ყოველდღიურად ან სეზონურად დასაქმებულები, რამდენიმე თვე შემოსავლის გარეშე დარჩნენ და როგორც ამბობენ, მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ. პროტესტის მონაწილეებმა, საბაჟოსთან მისასვლელი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ 300 ლარიანი კომპენსაცია, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით გაიცემა საკმარისი არ არის, თუმცა მათთვის პრიორიტეტული მაინც საზღვრის დროულად გახსნაა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში