აჭარაში კორონავირუსზე ჩატარებული 504 ტესტის პასუხი უარყოფითია 

30 ივნისი 2020, 10:59 1262 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ​კორონავირუსზე ჩატარებული 504 ტესტის პასუხი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 44 პირი, მათი კვლევის შედეგი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

გუშინ აჭარაში COVID-19 ორ მოქალაქეს დაუდასტურდა. ორივე მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ინფიცირებულები კლინიკა „მედალფაში“ მოათავსეს, მათ მსუბუქი სიმპტომები აქვთ. 

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 21 516 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1274 ადამიანი. კარანტინი დატოვა 9007-მა მოქალაქემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში