აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 297 პირიდან, 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი ორივე პირს ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, სადაც ისინი საზღვრიდან გადაიყვანეს. დადასტურების შემდეგ კი, ორივე ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ მსუბუქი სიმპტომებით არის მოთავსებული.