117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

29 ივნისი 2020, 18:08 1883 ნახვა

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილება მიღებულია. 2020 არჩევნები 120/30 ფორმატით ჩატარდება, პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე 117 ხმით ინიციატივა დაამტკიცა.

ოპოზიცია კი კვლავ გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.   მმართველ გუნდში, რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილად არ მიაჩნიათ და აცხადებენ,რომ ოპონენტების ბოიკოტი, მათი მხრიდან  ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობას ასახავს, რადგან ახალი საარჩევნო სისტემა ქვეყანაში დემოკრატიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში