რა ეტაპზეა ბათუმის  23-ე საჯარო სკოლის მშენებლობა?

21 ივნისი 2020, 12:06 768 ნახვა

420 მოსწავლეზე გათვლილი შენობა საკლასო ოთახებით, კაბინეტებით, სააქტო და სპორტული დარბაზებით, ბიბლიოთეკით,   სასადილოთი, სამედიცინო და კომპიუტერის ოთახებით- ბათუმის  23-ე საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება  3 მილიონ 150 ათას 465 ლარია. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ტერიტორიაზე  დაიგება დეკორატიული ფილები და   გაკეთდება  ბორდიურები, მოეწყობა  ასევე  კორდის საფარი და ადგილები გამწვანებისთვის.    ბათუმის N23   სკოლა ერთ-ერთია იმ სასწავლო დაწესებულებებს  შორის, რომელიც მზის ელექტროსადგურით აღიჭურვება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი