პაატა იმნაძის თქმით წყლითა და აუზით სარგებლობით ვირუსი არ გადადის

06 ივნისი 2020, 11:06 1535 ნახვა

წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ესაა ვირუსის „ერენემის“ ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე . მისი თქმით, ზღვასა და აუზში ცურვა საშიში არ არის, თუმცა სივრცეებში დისტანცია უნდა იყოს დაცული.

„ამიტომ ზღვაში ბანაობა საშიში არ არის. ასევე არც აუზზე ბანაობაა სახიფათო. მით უმეტეს ყველა აუზი იქლორება მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად გასახდელებთან, ასევე აუზთან და სანაპიროზე სივრცეში დისტანცია უნდა იყოს დაცული გარუჯვის დროს“, - აღნიშნა იმნაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში