დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდათ

03 ივნისი 2020, 20:01 1781 ნახვა

ტერმინი - „ტერორიზმი“ - დღეს, პირველად გაჟღერდა, დაკავებული თურქეთის 9 მოქალაქის სასამართლო პროცესზე.  ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თავშესაფარი მოითხოვა, ახსენა საფრთხე, რომელიც მისივე თქმით თავის ქვეყანაში შეიძლება შეექმნას, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა. ტერორიზმთან დაკავშირებით კითხვა დასვა საგამოძიებო უწყებამაც, თუმცა პროკურორს დაზუსტებით არაფერი უთქვამს.

სასამართლოს მიერ მიცემულ 2 თვიან პერიოდში, პროკურორმა უნდა გაარკვიოს, რისთვის ჩამოვიდნენ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში. იარაღის უკანონო ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებულები, თურქეთში მკვლელობისთვის არიან ძებნილნი. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც დღეს გახმაურდა. ბინები, რომლებშიც დაკავებულები ცხოვრობდნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში