მთავრობა წლის ბოლომდე დადებული იპოთეკური სესხის 4%-ს დაასუბსიდირებს - პრემიერი

28 მაისი 2020, 12:35 1375 ნახვა

მთავრობა წლის ბოლომდე დადებულ კონტაქტებზე ხუთი წლის განმვალობაში იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ისაუბრა.

 მისი თქმით,  მთავრობა გვერდით დაუდგება და დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.

„საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც  გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ჩვენი სოციალურუი დახმარებებით ბევრი ჯგუფი მოვიცავით და ხშირად იყო შეკითხვა რომ დევნილები დაგვრჩენ ყურადღების გარეშე და ახლა ჩვენ ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ'' - განაცხადა პრემიერმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში