რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 ივლისამდე არ განხორციელდება

20 მაისი 2020, 13:42 3574 ნახვა

საქართველოში 30 ივნისის ჩათვლით რეგულარული საერთაშორისო ფრენები არ განხორციელდება. აქამდე ცნობილი იყო, რომ შეზღუდვა ძალაში 23 მაისის ჩათვლით მოქმედებდა, თუმცა ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით ვადებმა გადაიწია და 30 ივნისის ჩათვლით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ აღდგება.

"რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება პირველი ივლისიდან ეტაპობრივად. რა ფორმით, რომელ ქვეყნებში და რომელი ავიაკომპანიების მიერ ამაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ, მიმდინარეობს კონსულტაციები. ამ ეტაპზე არ იგეგმება არც რეგულარული შიდა ავიარეისების აღდგენაც"- აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში