ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის ღიაა

16 მაისი 2020, 12:49 2971 ნახვა

დღეიდან  ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის ღიაა.    კორონავირუსის  პანდემიასთან   დაკავშირებული   შეზღუდვების  გამო    ობიექტი თითქმის  2 თვე იყო  დახურული,  16 მაისიდან კი  დამთვალიერებელს  ბაღის  მონახულება   შეუძლია დილის  9 -დან  18  საათამდე.   ჯერ კიდევ არსებული საფრთხის გამო   ამ ეტაპზე   ვიზიტორები სრული სერვისით ვერ ისარგებლებენ. 

დამთვალიერებლებს  არ მოემსახურებიან    გიდები და     დროებით   იკრძალება  ელექტრომობილებით გადაადგილება.  ადმინისტრაცია  ირწმუნება,რომ დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს და ბაღის შესასვლელში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ  ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ .   ცნობისთვის,  ბაღის  დათვალიერების   საფასური    საქართველოს  მოქალაქისათვის 8 ლარია, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის – 2 ლარი, 16 წლამდე მოზარდებისა და ბავშვებისთვის კი – 1 ლარი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში