ხვალ, 16 მაისს ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის იხსნება. დამთავლიერებლებს ბაღის მონახულება დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.
ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ბაღი ვიზიტორებს სრულ სერვისს ამ ეტაპზე ვერ შესთავაზებს. დამთვალიერებლები ვერ ისარგებლებენ ელექტრომობილებით და გიდის მომსახურებით.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, აქ ამბობენ, რომ ბაღის შესასვლელში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება.