კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა აჭარაში

09 მაისი 2020, 12:37 664 ნახვა

კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა აჭარაში. ლაბორატორიებში 351 კვლევა ჩატარდა, ყველას პასუხი უარყოფითია.

ამ დროისთვის 30 პირია ცხელების ცენტრში, მათ უტარდებათ დიაგნოსტიკური კვლევები, რომლის პასუხიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ბათუმში, კლინიკა ''მედალფაში'' 15 პაციენტი რჩება. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში, სხვების მდგომაროება კი მსუბუქია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი