COVID-19 ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

20 აპრილი 2020, 11:16 4348 ნახვა

აჭარაში კოვიდ 19 კიდევ ერთ ქალს დაუდასტურდა, რომელიც ქობულეთის კლასტერიდანაა. პაციენტი კლინიკა მედალფაში უკვე გადაიყვანეს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, კორონავირუსი  ქობულეთის კლატერიდან სულ 34 პირს დაუდასტურდა,  კონტაქტების რიცხვი კი 465-ს აღწევს. ნინო ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

„ნახევარზე მეტს უკვე ჩატარებული აქვს ლაბორატორიული კვლევა, ჩვენი მიზანი გახლავთ დარჩენილი კონტაქტების სრული მოცვა ტესტირებით და იდენტიფიცირება ყველა საეჭვო შემთხვევის, ამ ეტაპზე ყველას მდგომარეობა კონტროლს ქვეშ არის ‘' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეს 399-მდე გაიზარდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში