მინდა მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დარჩით სახლში - პაატა იმნაძე

06 აპრილი 2020, 12:52 3456 ნახვა

ინფექციონისტი პაატა იმნაძე მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მიმართავს რეკომენდაციით და თხოვნით, რომ მრევლი დარჩეს სახლში. ამბობს, რომ რადგან ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, მრევლმა უნდა გამოიჩნოს პასუხისმგებლობა და დაიცვას მოძღვრები კორონავირუსისგან. 

"ნებისმიერი აკრძალვა და რჩევა საფრთხის ადეკვატური უნდა იყოს და ვცდილობთ ასეთი რეკომენდაციები გავცეთ. ორი კვირის წინ რა რჩევასაც ვიძლეოდით, ამის შედეგს ახლა ვნახულობთ. ახლა რასაც ვკრძალავთ, ორი კვირის შემდეგ მივიღებთ შედეგს, ჩვენ სულ წინ უნდა ვუსწრებდეთ მოვლენებს.

მე ახლა მინდა მივმართო მრევლს, დარჩით სახლში.  მე მინდა მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით. სახლში ილოცეთ. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში და ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება და იქ იქნებიან მამაოები, იყავით თქვენ სახლში" - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი