დღეიდან ერთი თვით ჩაიკეტება ბათუმში რუსთაველის ქუჩა

04 აპრილი 2020, 11:49 3598 ნახვა

დღეიდან ერთი თვით ჩაიკეტება ბათუმში რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილისა და ჩარმიქლის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი. ასევე, გადაიკეტება აღმაშენებლის ქუჩა - ტაბიძისა და ხახულის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე, ხოლო აეროპორტის გზატკეცილი - აღმაშენებლის წრიულიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ პერიოდში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში