პუტინი „COVID -19“- ზე ტესტს ყოველდღიურად იკეთებს

01 აპრილი 2020, 19:12 1672 ნახვა

ვლადიმერ პუტინი  „COVID -19“-  ზე ტესტს ყოველდღიურად იკეთებს. 

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი თავს კარგად გრძნობს და „COVID -19“-ზე ტესტს ყოველდღიურად იკეთებს.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის კორონავირუსით დაავადების გამო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაატარებს.

გასულ კვირას პუტინი ინფექციურ საავადმყოფოს ეწვია, სადაც კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

რუსეთში COVID 19 -ით 2 777 ინფიცირებულია, დაიღუპა 24 ადამიანი, 190 ი გამოჯანმრთელდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში