ყველა რეგიონში ოპერატიული შტაბები შეიქმნება - ამოქმედდება ცხელი ხაზი

30 მარტი 2020, 17:22 1346 ნახვა

ყველა რეგიონში ოპერატიული შტაბები შეიქმნება. რომლებიც უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს აღასრულებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ. დღესვე გექნებათ ინფორმაცია ვინ უხელმძღვანელებს შტაბებს თქვენს რეგიონებში.

შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება რა იქნება ორი კვირის შემდეგ. სწორედ ამის გამო უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას. სწორედ ამიტომ იქმნება მთავრობის ცხელი ხაზი  - 144 , რომელიც რათქმაუნდა იქნება უფასო. ამით ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირი ჩვენს მოქალაქეებთან - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ყველას უნდა გვესმოდეს ჩვენი პასუხისმგებლობა“, - თქვა გიორგი გახარიამ.

„ეს არის ის შემთხვევა განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური თუ რელიგიური მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთ მიზანს ადამიანის სიცოცხლეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე.

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადა. განცხადება საქართველოს პრემიერ- მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 08:00 ამოქმედდება,  გადაადგილება ქუჩაში იკრძალება საღამოს 21 საათიდან დილის 06 საათამდე. ასევე ხვალიდან იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს მთავრობის ყველა წევრი ესწრებოდა, საგანგებო სხდომა დილიდან მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში