ბათუმის ავტობუსებში მგზავრებისთვის სადეზინფექციო საშუალებები დამონტაჟდა - #დარჩისახლში

26 მარტი 2020, 13:40 3405 ნახვა

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა. ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას მგზავრებს საშუალება აქვთ ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშაონ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები 120-ვე ავტობუსში დაიდგა.

საქართველოს მასშტაბით, მიკროავტობუსებით გადაადგილება აიკრძალა. ქალაქის ფარგლებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და კერძო ტაქსები დადიან.  ბათუმის მერიამ, კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისთვის ტაქსებით გადაადგილების წესებიც შემოიღო, ხოლო ავტობუსების წინა ნაწილი, სადაც მძღოლები იმყოფებიან გადაკეტა. 

ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ქვეყანაში ამ ეტაპზე 77 კოვიდ ინფიცირებულია, აქედან 7 პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მარნეულსა და ბოლნისში კი 150 ათასი ადამიანი საკარანტინე პირობებში არიან. ქვეყანაში აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო საკარანტინე პერიოდის გავლა უწევთ. 

#დარჩისახლში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი