ეს ფარატინა დოკუმენტი დაამძიმებს მდგომარეობას - გიორგი ვაშაძე

22 მარტი 2020, 15:10 517 ნახვა

ეს ფარატინა დოკუმენტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ არაფერს  უშველის, არამედ დაამძიმებს მდგომარეობას. ამით ცელი გამოვუსვით ქართულ ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს, - ასე ეხმაურება პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

ვაშაძის თქმით, ერთ თვეზე მეტია არ გვაქვს დიაგნოსტიკის და სწრაფი ტესტების შესაძლებლობა, რის გამოც „მთლიანად საკარანტინო ზონად გამოვაცხადეთ მთელი ქვეყანა და უმუშევრად დავტოვეთ ყველა ადამიანი ვინც საქართველოში იყო დასაქმებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დავძლიოთ კორონავირუსი, მაგრამ ამასთან ერთად შევინარჩუნოთ ეკონომიკის მდგრადობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი