ბათუმის ბულვარს იქ არსებული ობიექტებისთვის საშეღავათო პირობების შექმნა დაევალა 

19 მარტი 2020, 16:03 1621 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაავალა საშეღავათო პირობების შექმნას იქ არსებული ობიექტებისთვის.

"ბათუმის ბულვარს დაევალა უზრუნველყოს საშეღავათო პირობების შექმნა იქ არსებული ობიექტებისთვის, ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მეწარმეების, მოიჯარეების ინტერესები, რომ შექმნილი სიტუაცია მძიმე ტვირთად არ დააწვეთ მათ"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში