უკრაინაში, მიმდინარე ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან ლოხიშვილი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ხერსონის მიმართულებით მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა.
ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ომის მიმდინარეობას არსებული ცნობებით, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.