საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა

16 ნოემბერი 2024, 23:03 561 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში უკრაინას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

B დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრა „ბათუმი-არენაზე“ გაიმართა. თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა - მთელი მატჩის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა.

დაძაბულ მატჩში ანგარიში უკრაინის სასარგებლოდ გაიხსნა. ბურთი საკუთარ კარში საბა კვირკველიამ ჩაჭრა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრა. გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში