სპორტული ინფრასტრუქტურის პროგრამა

05 სექტემბერი 2025, 18:08 134 ნახვა

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” გრძელდება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს ,,სპორტის აკადემია 2025-ს'',  20 წლიანი აღნაგობის უფლებით ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 11  650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა.  

შეთანხმების თანახმად, ინვესტორი  უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.  

მოეწყობა ღია და დახურული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები, პადელის კორტები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა’’, რომელიც პრემიერ მინისტრის ინიციატივით დამტკიცდა ქვეყანაში სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი